четверг, 20 мая 2010 г.

თამარ ჭავჭავაძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ ჭავჭავაძე (დ. 16 ოქტომბერი 1896 , ყვარელი20 აპრილი 1968, თბილისი), ქართველი მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943).

1917-19 წწ. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და, პარალელურად, პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში. 1919-21 წწ. სწავლობდა თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი — ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1920-28 და 1942-64 წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში 1928-42 წწ. 1964-68 მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში.

ჭავჭავაძის ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ლაურენსიას სახე მარჯანიშვილის მიერ 1922 წ. დადგმულ ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროში“, რომელმაც ქართულ სცენაზე განაახლა ტრაგედია. გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა ჭავჭავაძის როლები: სალომე (უაილდის „სალომე“), ლამარა („ლამარა“, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით), ბეატრიჩე (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“), ემილია (შექსპირის „ოტელო“), ლედი მილფორდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), მარგარიტა (დიუმა-შვილის „მარგარიტა გოტიე“), ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სინათა („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ. მსახიობის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კომედიურ როლებს: დიანა (ლოპე დე ვეგას „სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი“), მადამ სან-ჟენი (გ. სარდუსა და მოროს „მადამ სან-ჟენი“), დარეჯანი (მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“) და სხვ. ჭავჭავაძემ შექმნა თანმამედროვე ქალთა რეალისტური სახეებიც: ტატიანა (ლავრენიოვის „რღვევა“), ბაილი (ჩიანელის „ბაილი“), პელაგია ნილოვნა (მოსაშვილის „სადგურის უფროსი“) და სხვ.

ჭავჭავაძე ასევე იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. 1926 წლიდან იღებდნენ კინოშიც. ფილმები: „დინა ძაძუ“ (1926, თავადის ქალი), „ქეთო და კოტე“ (1948, ხანუმა) და სხვ. დაჯილდოვებული იყო არაერთი ორდენითა და მედლით.

  • ცუცქირიძე, შ., ქსე, ტ. 11, გვ. 377-78. თბ., 1987

ნანუკა ხუსკივაძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნანუკა ხუსკივაძე (*25 დეკემბერი, 1965) – ქართველი მსახიობი.

რუსთაველის თეატრის მსახიობია 1986 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: დარიკო, ვერიჩკა ("სამანიშვილის დედინაცვალი"), ანა ("ანა ფრანკის დღიური"), ისკრა ("ამაღამ მგონი იქნება ქარი"), ოფელია ("ჰამლეტი"), მარტირიო ("ბერნარდა ალბას სახლი"), ელისაბედი ("მარიამ სტიუარტი"), სმერალდინა ("ქალი გველი"), ლალი ("მერე რა რომ სველია სველი იასამანი"), პამპლა ("კაცია ადამიანი"), მარია ("როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე"), მალენა ("ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი");

ლიკა ქავჟარაძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კადრი ფილმიდან "ნატვრის ხე"

ლიკა ქავჟარაძე (დ. 26 ოქტომბერი, 1959, თბილისი) — ქართველი კინომსახიობი. ცნობილია მთავარი როლით თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე".

ბიოგრაფია [რედაქტირება]

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მოიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში".

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

ლიკა ქავჟარაძე ფილმიდან ნატვრის ხე (ფილმი)
Lika Kavzharadze cadre.jpg

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სესილია თაყაიშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სესილია თაყაიშვილი

სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1906, ბათუმი ― გ. 21 მაისი, 1984), ქართველი მსახიობი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1966).

სექციების სია

[დამალვა]

ბიოგრაფია [რედაქტირება]

1926 დამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი "ნინოშვილის გურია"), გვირისტინე (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიუზონი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), კატარინა (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარია სტიუარტი") და სხვა. თაყაიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.

1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები", 1949), ვასასის ("ჩვენი ეზო", 1956), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი", 1956), ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", 1962), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მარადიას ("ნატვრის ხე", 1977), ასინეთას ("დათა თუთაშხია") და სხვა როლები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

კადრი ფილმიდან:"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
სესილია დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მარჯანიშვილის თეატრში

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • თვალჭრელიძე ტ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1978;
  • ურუშაძე ნ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1962;
  • ქსე, ტ. 4, გვ. 594, თბ., 1979

ლია ელიავა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლია ელიავა
ლია ელიავა.jpg
დაბადების სახელი ლია ელიავა
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო, სსრკ
დაიბადა 28 მაისი, 1934
გარდაიცვალა 8 ოქტომბერი, 1998
თბილისი, საქართველო
შემოქმედების წლები 1956 - 1998

ლია ელიავა (დ. 28 მაისი, 1934, თბილისი ― გ. 8 ოქტომბერი, 1998), ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია [რედაქტირება]

დაიბადა თბილისში 1934 წლის 28 მაისს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე. ლია ელიავა გარდაიცვალა 1998 წლის 8 ოქტომბერს.

შემოქმედება [რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში:

დოდო ჭიჭინაძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოდო ჭიჭინაძე

დოდო ჭიჭინაძე – (დ. 28 დეკემბერი, 1924, ქუთაისი – გ. 3 ნოემბერი, 2009, თბილისი) — ქართველი კინო- და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960). საქართველოს სახალხო არტისტი (1976).

1944-45 დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია. 1950 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.

მედეა ჯაფარიძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მედეა ჯაფარიძე

მედეა ჯაფარიძე (დ. 20 თებერვალი, 1923, თბილისი - გ. 31 მარტი, 1994, იქვე) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. 1950 წელს როლისთვის კინოფილმში "ჯურღაის ფარი" დაჯილდოვდა სტალინის პრემიით. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

ვერიკო ანჯაფარიძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერიკო ანჯაფარიძე.

ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული ანჯაფარიძე (დ. 23 სექტემბერი/6 ოქტომბერი, 1900, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი), ქართველი მსახიობი. საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979) და კ. მარჯანიშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. კ. მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი.

სექციების სია

[დამალვა]

ბიოგრაფია [რედაქტირება]

ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე დაიბადა ქუთაისელი ინტილიგენციის ოჯახში. ბაბუა გრიგოლ ანჯაფარიძე იყო გამოჩენილი იურისტი, მსახიობის მამა ივლიანე ანჯაფარიძე კი ნოტარიუსი. მსახიობის მამიდა ლიდია გრიგოლის ასული ანჯაფარიძე გათხოვილი იყო რუსეთის იმპერიის მაიორ-გენერალ გიორგი ქორქაშვილზე, მეორე მამიდა მარიამ გრიგოლის ასული ანჯაფარიძე კი აზნაურ გიორგი გეგელიაზე. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში - ს. აიდაროვისა (1916-1917) და თბილისში - გ. ჯაბადარის (1918-1920) დრამატულ სტუდიებში. 1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 - ბათუმის თეატრისა და თბილისის "მუშათა თეატრის", 1928-1932 - ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი. 1932-1933 მუშაობდა მოსკოვის "რეალისტურ თეატრში", სადაც მ. გორკის "დედაში" შეასრულა სოფიას როლი. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ანჯაფარიძე ძირითადად იყო ტრაგიკულ-დრამატული პლანის მსახიობი, თუმცა არაჩვეულებრივი სილაღით განასახიერა მირანდოლინა კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისში". იყო მკაფიო ინდივიდუალობის მსახიობი, ჰქონდა თანადროულობის მკაფიო შეგრძნების უნარი, გამოირჩეოდა მეტყველი საშუალებების სიუხვით. ანჯაფარიძის მიერ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სახეებს ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი ლირიზმი, უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიობა.

ანჯაფარიძესთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ანჯაფარიძის შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა. ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის: ოფელია (უ. შექსპირის "ჰამლეტი (პიესა)"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), დეზდემონა (უ. შექსპირის "ოტელო"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), გინატრე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), მარგარიტა (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ცაბუ (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), აიშე (ი. ვაკელის "შური"), ლარისა (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მაყვალა (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის "ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), გრაფინია (პ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), შეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი"), მედეა (ევრიპიდეს "მედეა"), ბებია (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის "შთამომავლობა"), ნენი (პ. ზინდელის "გვირილა"), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის "მაკბეთი"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის "წამება დედოფლისა"), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს "პიგმალიონი") და სხვა.

ანჯაფარიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ და საბჭოთა კინოს განვითარებაში. შექმნა (1925-იდან) განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო ("საბა", 1929), ლუიზა ("კომუნარის ჩიბუხი", 1929), კნეინა ბარათაშვილისა ("არსენა", 1937), რუსუდანი ("გიორგი სააკაძე", სსრკ სახელმწიფო პრემია 1943, 1946), ჰანსის დედა ("ბერლინის დაცემა" , 1949), დაფინა ("სკანდერბეგი", 1956), ოთარაანთ ქვრივი ("ოთარაანთ ქვრივი", 1958), ნინო ("ბედნიერი შეხვედრა", 1949), კნეინა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), პელაგია ("შეხვედრა წარსულთან", 1966), მგზავრი ("მონანიება", 1984) და სხვა.

ქ-ნი ვერიკო მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას: კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის "ინჟინერი სერგეევი", ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან", ა. აღლაძის "მღელვარე დღეები".

ანჯაფარიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. სოციალისტური შრომის გმირი (1977). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.