четверг, 20 мая 2010 г.

სესილია თაყაიშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სესილია თაყაიშვილი

სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1906, ბათუმი ― გ. 21 მაისი, 1984), ქართველი მსახიობი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1966).

სექციების სია

[დამალვა]

ბიოგრაფია [რედაქტირება]

1926 დამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი "ნინოშვილის გურია"), გვირისტინე (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიუზონი (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), კატარინა (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (შილერის "მარია სტიუარტი") და სხვა. თაყაიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.

1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები", 1949), ვასასის ("ჩვენი ეზო", 1956), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი", 1956), ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", 1962), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მარადიას ("ნატვრის ხე", 1977), ასინეთას ("დათა თუთაშხია") და სხვა როლები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

კადრი ფილმიდან:"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
სესილია დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მარჯანიშვილის თეატრში

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • თვალჭრელიძე ტ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1978;
  • ურუშაძე ნ., სესილია თაყაიშვილი, თბ., 1962;
  • ქსე, ტ. 4, გვ. 594, თბ., 1979

Комментариев нет:

Отправить комментарий